პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის მამაკაცი დააკავა, ამოღებულია 509 აბი ”სუბუტექსი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს.
მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი "სუბუტექსი".