თავდაცვის სამინისტროს სამძიმარი

21 ოქტომბერი 2016, 00:00 3494 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტიც.კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ”კამაზის” მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები კი დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 5 შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე კი, თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი