საახალწლოდ შეზღუდვები ხელაღებით, რომ მოიხსნას გვექნება ინფიცირებულთა პიკი - ამირან გამყრელიძე

10 დეკემბერი 2020, 12:10 2698 ნახვა

''ისე ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და შავ პარასკევს რაც მოხდა, მსგავსი განმეორდეს, მაშინ ზუსტად საახალწლოდ გვექნება კიდევ დიდი პიკი- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთის მხრივ ეს არის ქვეყანაში ეპიდსიტუაცია და მეორე მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება 24 დეკემბრიდან დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქების გაუქმება, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველაფერი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზეა დამოკიდებული. 

''უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად, თუ წინასაახალწლოდ გარკვეული შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და უნდა იყოს ძალიან მკაცრი აღსრულება ყველაფრის. თუ რამეს მივაღწევთ ჩვენ ამ  ორ კვირაში და რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ოდნავ ჩანს, ის წყალში არ უნდა გადავყაროთ. 

საკოორდინაციო საბჭო რა თქმა უნდა აკვირდება ეპიდსიტუაციას, ყოველდღიური სხდომების დროს ხდება ანალიზი. როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით 24, ვნახავთ... ყოველკვირეულად ხდება მდგომარეობის შეჯამება მრავალფაქტორული ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად, შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება.

ეს ყველაფერი განხილვის საგანია. ჩვენ ექიმები ყოველთვის ვართ უფრო რადიკალური ამ შემთხვევაში, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო მოგეხსენებათ ბევრი უწყებითაა წარმოდგენილი, აქ  გასათვალისწინებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა და ხდება მერე დაბალანსებული გადაწყვეტილების გამოტანა. ერთი მხრივ არ გაუარესდეს ქვეყანაში ეპიდსიტუაცია და მეორე, რომ იყოს შექმნილი შესაბამისი დოვლათი და ადამიანებს ქონდეთ შემოსავალი'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი