სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც 100 ათასამდე ქულა აქვთ და 1 წლამდე ბავშვი ჰყავთ ბათუმის მერიის დახმარება მომავალი წლიდან გაეზრდებათ. თუ აქამდე ასეთი ოჯახები ერთ ბავშვზე ყოველთვიურად მუნიციპალიტეტისგან 60 ლარს ღებულობდნენ, 2021 წლიდან ისინი 90 ლარს მიიღებენ.
თანხასთან ერთად, გაიზარდა დახმარების მიმღებ ბავშვთა ასაკიც - 2 წლამდე. სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც 1-დან 2 წლამდე ბავშვი ჰყავს მერიისგან ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებს.