ქედაში მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ქედის მერიამ დააჯარიმა და სამუშაოების გაგრძელების უფლება შეუჩერა. მერიის ინფორმაციით, შპს „ნიუ სტაილ ბილდინგმა“ ქედის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია ტენდერში გათვალისწინებულ ვადებში არ შეასრულა. რის გამოც, კომპანია შავ სიაში მოხვდა და ტენდერი დარჩენილი სამუშაოებისთვის ხელმეორედ უნდა გამოცხადდეს. სამუშაოებისთვის ჯამში 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.