თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი საქართველოშია

09 დეკემბერი 2020, 11:31 1066 ნახვა

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გადის, ახალქალაქში გაჩერდა. მატარებელი საქართველოდან აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში, ქსიანის პროვინციაში ჩავა. სატვირთო მატარებელმა თითქმის 8 700 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს. შემადგენლობა თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის დატვირთული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში