უეს მიტჩელი: ბუქარესტის დაპირება უნდა გადაიხედოს

09 დეკემბერი 2020, 11:27 627 ნახვა

ბუქარესტის სამიტის დასკვნა უნდა გადაიხედოს და ნატოს საქართველოსთან ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით უნდა შეიცვალოს - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამერიკელმა ანალიტიკოსმა განაცხადა. ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ფიქრობს, რომ ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან ერთგვარი "საკონტროლო სიით" ურთიერთობა გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს. უეს მიტჩელმა განმარტებით, ნატო-მ პარტნიორებთან ურთერთობა არა ეტაპობრივად, არამედ ჯამურად უნდა შეაფასოს. მიტჩელის განცხადებით,ნატოში უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი