ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა

08 დეკემბერი 2020, 20:34 2427 ნახვა

80 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა.

1961–1976 წწ. თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, ანსამბლ „ჟურნალისტს“. იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი; 1981–1990 წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი; გასტროლებზე იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი