სომხეთის ოპოზიციური პარტიის „დაშკცუტიუნის“ წარმომადგენელმა იშხან საგატელიანმა მოქალაქეებს ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადაგდომას მოითხოვენ.
ფაშინიანს თანამდებობის დატოვებისკენ სომხეთის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმაც, ასევე სომხეთის კათოლიკოსმა მოუწოდეს. ფაშინიანის გადადგომის, დროებითი მთავრობის შექმნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმაც განაცხადა.