ბავშვების ინფორმირება უფლებების შესახებ

08 დეკემბერი 2020, 18:01 681 ნახვა

ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა უფლებების დასაცავად ერთობლივ პროექტს იწყებენ. ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გააძლიერებს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების შესაძლებლობებს ბავშვთა უფლებების დასაცავად.

მხარეების განცხადებით, ერთობლივი პროექტის მთავარი თემა ბავშვის უსაფრთხო და ძალადობისგან დაცულ გარემოში გაზრდა იქნება.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის  განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი პროექტის ფარგლებში იზრუნებენ, რომ ბავშვებმა აღარ იცხოვრონ სპეციალურ დაწესებულებებში, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა მართლმსაჯულებაზე და უკეთესი შესაძლებლობები განრიდების პროგრამებსა და ალტერნატიულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში