,,ჩვენი ღირსების საქმეა, ვიყოთ თავდაცვითი მზადყოფნის ისეთ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას” - ეს განცხადება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, სადაც მე-4 მექანიზებული ბრიგადის დაარსებიდან 25 წლის იუბილე იზეიმეს. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.