სოფელ ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

07 დეკემბერი 2020, 20:30 1247 ნახვა

სოფელ ფონიჭალაში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება) მუხლებითაა დაწყებული.

ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი