3 წლიანი პროგრამა ძალადობის წინააღმდეგ

07 დეკემბერი 2020, 19:29 973 ნახვა

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ დაიწყეს.

პროექტი დაიწყო საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მთელ მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს. მისი მიზანია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფა, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება.

ამავდროულად, პროექტის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი