ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ძაღლების თავშესაფრის დახურვას ითხოვს, ამბობენ, რომ ისინი მოსახლეობას და შინაურ ცხოველებს თავს ესხმიან. ადგილობრივების თქმით, თავშესაფარი კერძო საკუთრებაა.
ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სცადა თავშესაფრის მეპატრონესთან გასაუბრება, თუმცა ძაღლების აგრესიის გამო ეს ვერ მოხერხდა. კადრებიც, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ ავტომობილიდან არის გადაღებული.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მერია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს ისინი აქციებს გამართავენ. ქობულეთის მერიის პრესსამსახურში საკითხზე კომენტარის გაკეთებას დაგვპირდნენ, თუმცა არაერთი მცდელობის შემდეგ, ადგილზე მისულებს კომენტარზე უარი განგვიცხადეს.