15 მუშა კუთვნილ ანაზღაურებას - 27 ათას ლარს ითხოვს

06 დეკემბერი 2020, 15:25 3421 ნახვა

გონიოში მშენებარე სასტუმროზე დასაქმებული 15 მუშა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან დაითხოვეს კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, ობიექტიდან ხელფასის მოთხოვნის გამო გაათავისუფლეს. ამბობენ, რომ კომპანია “ლაბაუ გონიო-ს”მათი 27 ათასი ლარი მართებს, თუმცა ყოფილ თანამშრომლებს თანხას არ უხდიან და ეუბნებიან, რომ ისინი სამუშაოების გაჭიანურების გამო დააჯარიმეს.

მუშები კი აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესი დროში  კომპანიის მიზეზით გაიწელა და  ფინანსური ჯარიმა მათთვის გაუგებარია. ისინი მშენებლობაზე სიტყვიერი შეთანხმებით დასაქმდნენ და მსგავსი სანქციის შესახებაც არაფერი იცოდნენ. 

საქმეთმწარმოებელი, ვინც სამუშაოებს მათთან ერთად ხელმძღვანელობდა და კომპანიასთან შუამავალიც იყო ამბობს, რომ   მუშებმა წინასწარ მოითხოვეს  ოქტომბრის თვის ანაზღაურება და სამუშაოები შეაჩერეს. რის გამოც, ზაზა  იჭირაულის თქმით, კომპანია დაზარალდა. სამსახური თავადაც დაკარგა. მუშები ყოფილ საქმეთმწარმოებელს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ხელფასი არა წინასწარ, არამედ უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის მოითხოვეს. მუშებმა შესაძლოა დავა სასამართლოში გააგრძელონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი