ქვეყანაში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყო რაც გულისხმობს იმას, რომ კოვიდ 19-ის გამოსავლენად დღეში 20 ათასი ტესტი უნდა ჩატარდეს.
ბათუმში პოლიკლინიკებმა დღეს და ხვალ, 10-დან 17 საათამდე უნდა იმუშაონ , თუმცა სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ადგილზე მისულებს ან უარს ეუბნებიან ტესტის ჩატარებაზე ან პოლიკლინიკები არ მუშაობენ.