ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადება

05 დეკემბერი 2020, 13:12 774 ნახვა

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე  საქართველოს მეგობართა ჯგუფმა 16 ქვეყნიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ხაზგასმულია მოსკოვის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.  მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. 

მეგობართა ჯგუფი გმობს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ”პროგრამის” დამტკიცებას, მას აფასებს, როგორც საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი