კორონავირუსის ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიო კოვიდ რუკაზე სამეულშია. 5 ათასზე მეტი მოქალაქე დაინფიცირდა კოვიდ 19-ით ბოლო დღე ღამეში ქვეყანაში. ეპიდემიის კერად ისევ დედაქალაქია, რომლის შემდეგაც ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა იმერეთშია.
რაც შეეხება აჭარას, გუშინდელთან შედარებით ინფიცირების დინამიკამ იკლო, თუმცა ვირუსით ბოლო 24 საათში ასეულობით ადამიანი მაინც დაინფიცირდა. სპეციალისტები ახალი შემთხვევების მატებას გაფართოებული ტესტირების დაწყებით ხსნიან.