უსკოს შემაჯამებელი ოქმი აქტივისტებმა ბუშტებზე დაამაგრეს და ჰაერში გაუშვეს 

04 დეკემბერი 2020, 13:45 1166 ნახვა

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, დღეს, არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამეს. შენობის გარეთ, კი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოძრაობა ''იმოქმედეს'' წევრები და ალტერნატივას აქტივისტები იმყოფებოდნენ. 

თავდაპირველად, უსკოს თავმჯდომარეს სხდომაზე ბანერი შეუგზავნეს, რომელიც ''ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელმა შეიტანა. 

 ''არჩევნების საუკეთესო გამყალბებელს პარმენ ჯალაღონიას'' -  ბანერზე ,,სიგელის'' სახით იყო დამზადებული და მას სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა ჰქონდა. 

"ჩვენ, ძალიან მშვიდობიანად ვაკეთებთ ამ აქციებს, მაგრამ პოლიციელების კორდონი ყველგან გვხვდება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ტელეფონები ისმინება და ისმინება. გვინდა ეს უწყინარი სერთიფიკატი, ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერილი გადავცეთ, დავუტოვოთ. ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს, შეგვხვდეს და დავუტოვებთ. როგორც განცხადება ისე მიიღონ ეს. როგორც მოქალაქე, ჩვეულებრივი პირი, არ შემიძლია ასე შევიდე იქ?"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოგვიანებით უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი ჰელიუმის ბუშტებზე დაამაგრეს და ჰაერში გაუშვეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში