ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის, ურთიერთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმა. დოკუმენტს ხელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მოაწერეს. მემორანდუმი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში იტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ცნობადობის ამღლებას ითვალისწინებს. მემორანდუმი პროექტის “ნატოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარებისთვის” ფარგლებში გაფორმდა. დღესვე, ავთანდილ ბერიძემ პროექტში მონაწილე პედაგოგები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.