ქვეყნის მასშტაბით ტესტირება 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება

03 დეკემბერი 2020, 13:02 1328 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაფართოებული ტესტირების პროგრამა დღეიდან დაიწყო. თამარ გაბუნიამ განმარტა თუ ვის შეუძლია ისარგებლოს გაფართოებული ტესტირებით. მისივე განცხადებით, ქვეყანის მასშტაბით ტესტირება დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება.

„მოგახსენებთ ტესტირების გაფართოებული პროგრამის შესახებ,რომელიც დღეიდან დაიწყო. ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ის დაწესებულებები, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, დღეიდან შეძლებენ ანტიგენით გაფართოებული ტესტირების დაწყებას სიმპტომური პირებისთვის, ვინც მოვლენ იქ ოჯახის ექიმის მიმართვით, შესაძლოა, თვითდინებით მისული პირების გამოკვლევაც, რაც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვავლინოთ ყველა ინფიცირებული შემთხვევა და ვურჩიოთ მას დარჩეს სახლში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შეფერხდეს ინფექციის გავრცელება. ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია შეზღუდვების პერიოდში და ეს ინტერვენცია გაგრძელდება აქტიურად პირველ თებერვლამდე, რათა ეტაპობრივად მოხდეს გავრცელების კლება.

ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება შესრულდება. რა თქმა უნდა, დღეს მთავარი აქცენტი იქნება კვლავაც დიდ ქალაქებზე - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, სადაც უფრო აქტიური არის გავრცელებაც და მოსახლეობასაც შეუძლია სიმპტომების შემთხვევაში მიმართოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას და იქ ჩაიტაროს ანტიგენზე ტესტი.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, ანტიგენის ტესტები, რომელიც ქვეყანაში და ამ პროგრამის ფარგლებში გამოიყენება, არის მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული 2 ტესტიდან ერთ-ერთია, ამდენად ხარისხი და სარწმუნოობა ამ ტესტის არის ძალიან მაღალი და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს, დაყოვნების პერიოდს და მოსახლეობასაც და ექიმებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაიწყონ მკურნალობა,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი