300 ლარი არის ის თანხა რისი გაღებაც სახელმწიფოს შეუძლია - ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 12:43 986 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 300 ლარი მაღალი თანხა არ არის და მას 1 000 ლარი ჯობია.

ნათია თურნავას თქმით, ეს ის თანხაა, რისი გაღებაც მთავრობას ახლა შეუძლია. 

''არ არის საკმარისი, 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია, რომ გავცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის დროებითი შეზღუდვა და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს.

იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი მალე გაგვხსენითო, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი, რომ ეს სამუშაო ადგილები აღდგება, რა თქმა უნდა, აღდგება.

ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ ვიმუშავებთო, ისინი ამბობენ, რომ ვიმუშავებთ და გაგვხსენითო. ამიტომ სანამ ამ შეზღუდვის განხორციელება გვიწევს, ეს ადამიანები ისარგებლებენ ამ 300 ლარით, მესმის რომ სამას ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის რისი გაღებაც შეგვიძლია", - განაცხადა თურნავამ​

მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის სოციალური დახმარება 300 ლარი დააწესა. ამ დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დღეს იწყება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში