სარესტორნო ბიზნესს მიზნობრივი სესხის პროცენტი 6 თვის განმავლობაში სრულიად დაუსუბსიდირდება

03 დეკემბერი 2020, 12:36 835 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სარესტორნო ინდუსტრიის დასახმარებლად სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა იწყება.

ნათია თურნავას განცხადებით, განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება.

"დღეს ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება რესტორნების ინდუსტრიის ნაწილში, როგორც ჩვენ გვქონდა აქამდეც გაცხადებული რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას. ეს არის სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება.

განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ. ჩენ კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია პირველ რიგში პანდემიიდან გამომდინარე არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მაქსიმალურად სწრაფად გვინდა შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი.

ხვალიდან დავიწყებთ ბანკებიდან განაცხადების მიღებას, მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ მიაკითხონ თვის კრედიტორ ბანკებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის დახმარებით თითქმის სრულად საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს ისინი უახლოეს 6 თვეში ვერ იგრძნობენ.

ეს ის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენთან ძალიან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია.

მთავრობა სხვა მხრივაც ეხმარება რესტორნებს და ტურისტულ სექტორს, ეს არის საგადასახადო შეღავათები. ქონების გადასახადი 4 თვით პრაქტიკულად მთლიანად ჩამოწერა და მთლიანად 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება და შემდეგ უკვე შეღავათები 1500-ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის"-განაცხადა ნათია თურნა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში