აჭარის მთავრობა: 7000-ზე მეტი ოჯახი სასურსათო კალათას მიიღებს

01 დეკემბერი 2020, 15:13 3281 ნახვა

საახალწლო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯები მოქალაქეების დასახმარებლად გადანაწილდება. გადაწყვეტილება დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გეგმის მიხედვით  7000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა  სასურსათო კალათები, ასევე უზრუნველყოფენ მედიკამენტებით. მთავრობის მეთაურმა  თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობა ბიზნესსაც დაეხმარება და იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლებს. ასევე შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. ,,ხოფის'' ბაზრობის მოვაჭრეებიც. კიდევ ერთი ინიციატივით,  ​​ციტრუსის ექსპორტიორები გათავისუფლდებიან წარმოშობისა და  ხარისხის სერტიფიკატებისგან, ასევე  ექსპერტიზის აქტის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი