ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით ექსპორტიორები წარმოშობის სერტიფიკატის გადასახადისგან გათავისუფლდებიან 

01 დეკემბერი 2020, 14:18 226 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ​​ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით ექსპორტიორები გათავისუფლდებიან წარმოშობის სერტიფიკატის, ხარისხის სერტიფიკატისა და ექსპერტიზის აქტის გადასახადისგან. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 

მისი თქმით, სხვადსხვა ქვეყანაში ციტრუსის გატანა აქტიურად მიმდინარეობს. 

''რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 4 445 ტონა მანდარინი სხვადსხვა ქვეყანაში და ამ მიმართულებითაც ექსპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ექსპორტიორების გათავისუფლება წარმოშობის სერტიფიკატის მოსაკრებლისგან'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში