''გამოდი, შეხვდი ხალხს'' - წარწერები ჰელიუმის ბუშტებზე, რომელიც მთავრობის სახლთან გაუშვეს

30 ნოემბერი 2020, 14:54 1716 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია პერფორმანსი გაიმართა. ''იმოქმედეს''  წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს, რომელზეც წარწერები იყო - ''გამოდი, შეხვდი ხალხს''... 

პერფორმანსის ადრესატი მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეა, რომელთან შეხვედრასაც მოქალაქეები დილიდან ითხოვენ. 

''თორნიკე რიჟვაძეს გონია, რომ ქართველის ხალხი ძალიან მარტივად შეეგუება არჩევნების გაყალბებას. ჩვენი წარწერებიც ეს იყო,  ,,გამოდი, შეხვდი ხალხს'', მაგრამ თბილ სავარძელში ზის და დაგვცინის. ჩვენი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ. 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება პროტესტი. 

უნდა შეხვდეს ხალხს და გაგვცეს პასუხი, რატომ მოგვპარა ხმები. ,, გამოდი შეხვდი ხალხს'' ეს დავაწერეთ  ჰელიუმის უწყინარ ბუშტებს'' - ამბობს ბექა მექვაბიშვილი, "იმოქმედეს" ლიდერი.

მთავრობის სახლთან ამ დრომდე ისმის შეძახილები. ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი