აჭარაში მიმდინარე აქციებს შევაფასებდი როგორც უპასუხისმგებლობას - ამირან გამყრელიძე

30 ნოემბერი 2020, 12:51 703 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ის რომ აჭარაში ეპიდვითარების მიუხედავად აქციები გრძელდება უპასუხისმგებლო საქციელია.

"ამ ყველაფერს შევაფასებდი როგორც უპასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ სულ ყველა, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. ჩვენ სერიოზული პანდემიის წინაშე ვართ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. სერიოზული ზრდა გვაქვს ინფიცირების, ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი ის შემზღუდველი ღონისძიებებია რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და შესრულება მეორე. თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ გაითავისა, რომ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები რასაც გვეუბნებიან, არაფერი გამოვა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში