დონალდ ტრამპი პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

29 ნოემბერი 2020, 12:00 1773 ნახვა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების თაობაზე პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „ხმების ის რაოდენობა, რომელსაც პენსილვანიაში ჩვენი კამპანია ასაჩივრებს, 81 000-ის ნიშნულზე ბევრად მეტია, ვერც კი მიუახლოვდება. გაყალბება და უკანონობა ამ საქმის დიდი ნაწილია, დოკუმენტებზე მუშაობას ახლა ვასრულებთ.

აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – აცხადებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, გამოითქვა ბრალდებები და პენსილვანიის შემთხვევაში უზარმაზარი მტკიცებულებები აქვს. „უბრალოდ, ზოგს ამისი დანახვა არ უნდა, მათ არ სურთ, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. სამწუხაროა!“ – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი