მაუწყებელი ტვ 25-ის ჟურნალისტებს ქარტიაში უჩივის

29 ნოემბერი 2020, 12:15 1228 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ფირუზ ბოლქვაძის განცხადება TV 25-ის ჟურნალისტის - თეონა ფუტკარაძის და რედაქტორის სულხან მესხიძის წინააღმდეგ.  სადავო ჟურნალისტური პროდუქტი "აჭარის მაუწყებელზე მეტწილად ხელისუფლების მაქებარი გადაცემები შემორჩა" ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 16 ოქტომბერს გავიდა მსგავსი ინფორმაცია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე: პირველი - ინფორმაციის სიზუსტე, მეორე- ჟურნალისტის იძულება, მეხუთე - შესწორება, მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი