დღეიდან ამოქმედებულ შეზღუდვებს მთავრობა სრულ ლოკდაუნს არ უწოდებს და განმარტავენ, რომ ეს წერტილოვანი შეზღუდვებია.
დიდ ზარალზე ლაპარაკობენ სასტუმროების, სპორტდარბაზების, სხვა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, გარემოვაჭრეები, მძღოლები და, ზოგადად, ის ხალხი, ვისაც შეზღუდვების ახალი ტალღა პირველ რიგში შეეხება.