მაგისტრალური გაზსადენის ავარიული დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ.
"სოკარ ჯორჯია" გაზში აცხადებენ, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანია ამ ეტაპზე არკვევს გაზსადენის რა მონაკვეთია დაზიანებული.
ჯერ-ჯერობით უცნობია დაზიანების მიზეზი და ისიც, თუ როდის აღუდგება მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება.