`ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ ბათუმში წარმომადგენლობას ხსნის. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეებს სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უფასოდ გაუწევს. სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე სარჩელების მომზადებას და ადვოკატირებას მოქალაქეები დღეიდან ლუკა ასათიანის 44-ში შეძლებენ. ორგანიზაცია სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკა გაიარონ.