ბათუმის კოვიდსასტუმროში პაციენტმა ექთანს დაზიანებები მიაყენა

25 ნოემბერი 2020, 13:40 2182 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდმიმღებ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა, ინციდენტის შემდეგ კი დაზიანება თავადაც მიიყენა. 

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ოთახიდან გამოვიდა და სამედიცინო პერსონალს მოულოდნელად დაესხა თავს.

დაშავებული ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ ჯერ ისევ სამსახურშია და მუშაობს, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. ''არა ვარ კარგად და არც დრო მაქვს, რომ გიპასუხოთ. ადგილზე ვარ და ვმუშაობ. მძიმე დაზიანება არ მაქვს'' - ამბობს იგი. 

პაციენტი მეტადონის პროგრამაზე იყო. 

სასტუმროში სამართალდამცველებიც მივიდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. მაუწყებლის ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვს. 

დეტალებს ვაზუსტებთ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში