51 ტონა ჩხავერი და 12 ტონა ცოლიკაური ჩაიბარა ადგილობრივებიდან ქედის ღვინის ქარხანამ. ღვინის ქარხნის წარმომადგენლის ინფორმაციით, მაისის ბოლოს კახური ტრადიციული მეღვინეობის წარმომადგენლები ფერმერებს ვენახის 60 ათასამდე ნერგს გადასცემენ. გასულ წელს ამავე კომპანიისგან ფერმერებმა ჩხავერის და ცოლიკაურის 45 ათასი ნერგი მიიღეს.