კორონავირუსის პანდემიის პარალელურად უკვე სეზონური გრიპის პერიოდი დადგა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან აჭარისთვის 26 ათასი დოზა იყო გამოყოფილი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 14 ათასი ადამიანი უკვე აცრილია. სახელმწიფოს მხრიდან უფასო აცრის ჯგუფებში შედის: სამედიცინო პერსონალი, თავშესაფრის მცხოვრებლები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ორსულები. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.სიმპტომების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ.