"ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე შვედეთის "როსენგარდს“ შეხვდება

24 ნოემბერი 2020, 17:33 1542 ნახვა

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მეტოქე, ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია. გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი გუნდი შვედურ "როსენგარდს" შეხვდება.

პირველ შეხვედრას გურულები შინ ითამაშებენ. პირველი მატჩები 8-9 დეკემბერს არის ჩანიშნული. გასვლით შეხვედრას უკვე "ლანჩხუთი" 15 ან 16 დეკემბერს გამართავს.

2020/21 წლების ტურნირის გამარჯვებული მომავალი წლის 16 მაისს, შვედეთის ქალაქ გეტებორგში, "გამლა ულევიზე" დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში