"ლანჩხუთის" ქალთა საფეხბურთო კლუბის სავარაუდო მეტოქეების სია ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ოთხ გუნდამდე შემცირდა. გურულებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე შეხვედრა მოიგეს და საუკეთესო 32 კლუბში გავიდნენ.
გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ ყაზახეთში "ოკჟეტპესი" 2:1 დაამარცხა. შემდეგ კი რუმინეთში "ოლიმპია კლუჟს" 1:0 მოუგო და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ითამაშებს. ლანჩხუთელები წილისყრამდე განუთესავ გუნდებს შორის იმყოფებიან. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება.
"ლანჩხუთის’’ სავარაუდო მეტოქეები არიან ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში: ბიიკ კაზიგიურტი (ყაზახეთი) ვოლფსბურგი (გერმანია) ლსკ კვინერი (ნორვეგია) როსენგარდი (შვედეთი).