აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი მაუწყებლის დირექტორის ერთწლიან მუშაობას აფასებს

22 ნოემბერი 2020, 18:41 1308 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ არხის დირექტორის მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. მრჩეველმა დოკუმენტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ატვირთა. მისი განმარტებით, ამ შენიშვნებისა და კრიტიკისთვის სხვა ბერკეტი არ აქვს, რადგან დირექტორის უნდობლობის საკითხის დაყენებას მრჩეველთა საბჭოს სხვა წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. გია ქარცივაძის შეფასებით, დირექტორმა თანამშრომლების ნაწილის მიმართ დევნა განახორციელა. მრჩეველი საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაუწყებელი პრიორიტეტებს ვერ ასრულებს. გია ქარცივაძემ კომენტარში განმარტა, რომ  მას პრობლემა ინფორმაციის გამოთხოვნის დროსაც შეექმნა.  გია ქარცივაძის ბრალდებებს არ იზიარებს მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი სოსო სტურუა. ამბობს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია. რაც შეეხება პრიორიტეტების შესრულებას, მრჩეველს საერთაშორისო შეფასებებზე დაყრდნობით, მაუწყებლის მიერ პრიორიტეტების ზედმიწევნით შესრულების მოლოდინი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში