იმ ბიჭმა კი არა, საქართველომ დაკარგა წუხელ თვალი, სიბრმავის ზღვარზე გავდივართ - ირაკლი ბაკურიძე

21 ივნისი 2019, 16:48 3322 ნახვა

ისევ მოვიდა მოღალატეებზე პოსტის დაწერის დრო და აჰა, 


❗️ მეძავი ხართ ყველა, ვინც ძალაუფლების გემო იგრძენით და ბოლო წლების ყველაზე დიდი მიღწევა, არააგრესიული და აღარდაგეშილი სპეცრაზმი ისევ სადამსჯელო რაზმად აქციეთ! 
❗️ მეძავი ხართ, ვინც იმაზე ოცნებობდით და ლოცულობდით, რომ ძველებურად არაპროპორციული ძალა ყოფილიყო გამოყენებული, რომ დაერბიათ ის ხალხი, ვინც ძალადობისთვის არ იდგა რუსთაველზე და არც არსად შეჭრას აპირებდა და ახლა ნიშნის მოგებით დარბიხართ კედლიდან კედელზე და აკოპირებთ ერთი და იგივე სიტყვებს, "იიშ, ნახეთ, 2007 წელი მონაგონია" 
❗️ მეძავი ხართ ყველა, ვისთვისაც კონკრეტული პარტიის(ორივე მხარეს) სიძულვილს შეგიძლიათ ქვეყნის ინტერესები ანაცვალოთ!
❗️ მეძავი ხართ, ვინც ქულებს იწერთ ასეთი ტიპის მოვლენებით, ხელს აწმენდთ თქვენზე თანამდებობრივად დაბლა მდგომ ადამიანებს და გგონიათ რომ ზედაპირზე არ ტივტივებთ ფეკალიებივით!
❗️ რა თქმა უნდა მეძავი ხართ, ვისაც გაგიხარდათ იმ წყეული გავრილოვის თავმჯდომარის სავარძელში დანახვა და თქვით, მოვიდა ჩვენი დროო.

უმძიმესი დღე გათენდა ქვეყნისთვის, არაფერი ღირს თუნდაც იმ ერთი ადამიანის დაკარგული თვალის ფასი, არც ერთი თანამდებობა და არც ერთი პოლიტიკური პარტია, იმ ბიჭმა კი არა, საქართველომ დაკარგა წუხელ თვალი, სიბრმავის ზღვარზე გავდივართ და არ მინდა ხვალ უუნარომ, დაბრმავებულმა გავიღვოძო, არ მინდა თუნდაც 2007 და 2011 წლის საქართველოში გავიღვიძო, შიში შემეპაროს, ჩემი პროტესტის საპასუხოდ შეიძლება ვიღაცამ დასჯა დამიპიროს და მერე ისე უმწეო მდგომარეობაში აღმოვჩნდე, როგორც მაშინ რუსთაველზე გაკოჭილი ხალხი ეყარა და ჯიხურის სახურავზე მკვდრები.
არ მინდა სახელმწიფო ძალადობდეს ჩემზე, უნდა შევიცვალოთ, შვილები გვეზრდება და ნუ გვაიძულებთ მუდმივად წასვლაზე ვიფიქროთ. მე შენ გეტყვი ეკონომიკა ყვავის და ბიზნესის კეთებაა ადვილი თუ საერთოდ რამე არის კარგად. 
ხოდა ნუ დაგვაქაქავთ თავზე, ღირსეულად უნდა შეგვეძლოს პროტესტის გამოხატვა და სერთოდაც, არ უნდა ხდებოდეს ისეთი ამბები, რაც პროტესტისკენ გვიბიძგებს, მოგვეცით საშუალება, რომ მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, ვიყოთ ამაყი ერი!

და რა თქმა უნდა ღორობაა იმის თქმა, "აბა ნაციონლების დროს უარესს არ შვებოდნენ?" - ხო საშინელებებს აკეთებდნენ და რომ არ გვინდოდა ის საშინელებები, მაგიტომ შევცვალეთ ხელისუფლება ხალხმა და არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ ახლანდელიც იგივე გზას დაადგება!

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში