აღმაშენებლის ქუჩაზე აკრძალული ავტობაზრობა თვითნებურად განახლდა /მოქალაქის წერილი/

13 თებერვალი 2018, 00:00 4511 ნახვა

აღმაშენებლის ქუჩაზე ავტობაზრობა თვითნებურად განახლდა. აკრძალვიდან თვენახევრის შემდეგ, შაბათ-კვირას ბორდიურები და ქუჩის სავალი  ნაწილი ისევ ავტომობილებით გადაიტვირთა. 

ქალაქ ბათუმის ახალი მერის ინიციატივით, ავტობაზრობისთვის ტერიტორია გოგოლის ქუჩაზე,  ავტოსადგურის მიმდებარედ გამოყო.

აღმაშენებლის ქუჩაზე კი მიწისქვეშა კომუნიკაცია შეიცვალა, დაიგო ასფალტის საფარი, ტროტუარებზე ფილაქნები.  ჯამში სამუშაოებისთვის, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობდა, 4 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ბათუმის მ​ერიაში აცხადებენ, რომ მერიის გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ტერიტორიის სისტემატური ​მო​ნიტორინგი მიმდინარეობს. 

ფოტოსურათები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული. 

მერიაში ამბობენ, რომ მომდევნო უქმეებზე  განახორციელებენ ტერიტორიის შემოწმებას. 

 

ფოტო: თამილა სურმანიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში