ხელვაჩაურის საოლქო კომისიას კანონმდებლობით 1 თვიანი ვადა აქვს შეისწავლოს საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების ქმედებები. გენადი შაშიკაძე ერთერთია ვინც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აგიტაციაში დაადანაშაულა და ვიდეო-მასალაც გაავრცელა. შაშიკაძემ ბრალდება უარყო, თუმცა უბნის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. ხელვაჩაურის ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ დანარჩენ პირებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.