დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად - მდინარაძე ოპოზიციას დებატებში იწვევს

19 ნოემბერი 2020, 15:12 1054 ნახვა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია სატელევიზიო დებატებში მონაწილეობას სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად. სპეციალურ ბრიფინგზე მან დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო დებატებში. 

"ჩვენ ოპოზიციას უკვე არაერთგზის შევთავაზებთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა,რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. ტელეკომპანია რუსთავი 2 დღესაც მზადაა ამგვარი დებატებისთვის, სამწუხაროდ ოპოზიცია კვლავ თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს რომ საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ, სატელევიზიო დებატებში. კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებზე გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში