არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს ვუცხადებთ, ამომრჩევლებს მოგიწოდებთ არ მიხვიდეთ არჩევნებზე - ხატია დეკანოიძე

19 ნოემბერი 2020, 14:37 1424 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე, ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩვენების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადონ და ხმის მისაცემად არ მივიდნენ.

მისივე განცხადებით, 21 ნოემბერს სხვადასხვა წერტილოვანი აქციები იქნება.

„მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე. ჩვენ გესაუბრებით პარტიის, ჩვენი ბლოკის, მეორე ტურში გადასული მაჟორიტარების სახელით, მინდა მოვუწოდო ყველას, პარტიის და მათ შორის, ისნის ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოართვა მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება. არ მივიდნენ, თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, დავწერეთ ყველამ განცხადებები, ამიტომ არ მიბრძანდეთ ჩვენო ამომრჩევლებო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს.

აქციები გაგრძელდება, იქნება მასშტაბური აქციები, ცოცხალი ჯაჭვის აქცია. 21 ნოემბერს გვექნება სხვადასხვა წერტილოვანი აქციები, მათ შორის, ვგეგმავთ ცოცხალ ჯაჭვს. ვგეგმავთ, სხვადასხვა ადგილზე გამოხატვის თავისუფლებას ახალგაზრდები, ოპოზიციური პარტიები"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი