სანაპირო კურორტებზე კვირის ბოლომდე იწვიმებს

18 ნოემბერი 2020, 14:43 2102 ნახვა

კვირის ბოლომდე საქართველოში, ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, სანაპირო კურორტებზე, იწვიმებს, ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება

დასავლეთის დაბლობზე, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ტემპერატურა +2, +4 გრადუსი

ზამთრის კურორტებზე ყველგან მოსალოდნელია თოვლი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში