სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი ოპოზიციას უნდა დაუჭირონ. მიმართვის ადრესატები “ლეიბორისტული პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები” “ახალი მემარჯვენეები” “ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი საქართველო” “გირჩი” და “პაატა ბურჭულაზე სახელმწიფო ხალხისთვისაა”.