მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას - საგარეო უწყება

17 ნოემბერი 2020, 13:02 952 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა და განათლება. 

„დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება უმაღლეს დონეზე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს კათალიკოს პატრიარქთან.

შეხვედრისას მხარეები განიხილავენ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებს, ისეთი როგორიცაა: უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, ხალხთაშორისი კონტაქტები და განათლება, საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებული თემატიკა.

მხარეები ისაუბრებენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების და განვითარების შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა, ბატონ პომპეოს ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში