თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 ნოემბერი 2020, 10:59 1397 ნახვა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკის წარმომადგენლების ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

''კლინიკის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს'' – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი