დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება და გამკაცრება.
"ლოქდაუნი, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება, განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ მხოლოდ დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მათი აღსრულება. ერთ-ერთ მთავარი შემზღუდველი ღონისძიებაა ყველგან პირბადის ტარება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.