ბათუმის ნავთობტერმინალში ხანძარი ლიკვიდირებულია

16 ნოემბერი 2020, 11:08 8368 ნახვა

​ბათუმის ნავთობტერმინალში  ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ტერმინალში, ჩამოსაცლელად შესულ, დიზელით დატვირთულ ვაგონს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15-მდე ბრიგადა.

შინაგან საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.

"ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური"-აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართის სამსახურში.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამარათალდამცველები დაადგენენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში