"ბორჯღალოსნებმა" შემოდგომის ერთა თასზე ინგლისთან წააგეს

14 ნოემბერი 2020, 21:05 1543 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები შემოდგომის ერთა თასის გათაშებაში ჩაერთო.

პირველ ტურში "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და 6 ერის გამარჯვებულს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდა და 40-0 წააგო.

ლონდონში "თვითენჰემზე" გამართული მატჩის პირველი ნახევარი ინგლისელებმა 26-0 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 14 უპასუხო ქულა მიითვალეს.   

  "ა" ჯგუფში, სადაც საქართველოს გუნდი იმყოფება, პირველ ტურში ირლანდიამ უელსი 32:9 დაამარცხა. მეორე ტურის შეხვედრას   ,,ბორჯღალოსნები"  უელსის ნაკრების წინააღმდეგ 21 ნოემბერს,  ,,პარკ სკარლეტზე'' გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში